saqarTvelos uReltexilebi - tviberis uReltexili

კოორდინატები 43°08`20` ჩ. გ. 42°55`32` ა. გ.
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3607 მ
ქედი სვანეთის კავკასიონი

 

უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, კულაკთაუსა და ბაშილის მწვერვალებს შორის. სიმაღლე ზღვის დონიდან 3607 მ. მიდამო აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით, დაფარუილია მყინვარებით. მესტიის მუნიციპალიტეტს აკავშირებს (მდინარე ტვიბერის სათავეებიდან) ყაბარდო-ბალყარეთთან (მდინარე ჩეგემის ხეობით) საჭაპანო გზით.